|
2022-01-31 12:14:01, 1895 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები შევიდა
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. განალებული პროტოკოლის მიხედვით, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს. ასევე, ბავშვის კლინიკაში გადაყვანა საჭიროა, თუ დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება, ან გამწვავება პროგრესირებს. პროტოკოლის თანახმად, რეკომენდებულია კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის ჩვილის ჰოსპიტალში გადაყვანა. რაც შეეხება დანარჩენ რისკის კრიტერიუმებს, რა დროსაც ბავშვის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, ესენია: კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა, ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა), გულსისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ნერვ-კუნთოვანი დაავადება. ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი). მეტაბოლური დარღვევები. იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა). მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები. განახლებული პროტოკოლის მიხედვით, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გასტროენტერიტის სურათი ზომიერი, ან მძიმე დეჰიდრატაციით, ასევე აქვთ მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)