|
2022-01-27 13:19:41, 2244 ნახვა
ომი უკრაინაში
NDI - კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს 38% არ ენდობა, ვაქცინირებულთა მესამედი „ბუსტერით“ აცრას არ აპირებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინის ხარისხის მიმართ შიშები კვლავ ძლიერია. გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ ვაქცინის ხარისხს არ ენდობა, 20% კი აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 15% ფიქრობს, რომ ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიას, 7% კი ფიქრობს, რომ ვაქცინას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ამავე კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზას, ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი პასუხობს, რომ ე.წ ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს. 63% ამბობს, რომ ე.წ ბუსტერ დოზას გაიკეთებს, 14 ამბობს, არას, 3-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა, 20%-მა კი, არ იცის. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)