19:41 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-18 11:43:21, 1829 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია – მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ აღინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000–ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში კოვიდ19–ის შემთხვევების მატება, გამოწვეულია „ომიკრონ“ შტამის მიერ ცირკულირების დაწყების გამო.

ამასთანავე, გაბუნიამ განაცხადა, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და ბოლო პერიოდში, მიუხედავად ინფიცირებულთა მატებისა, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ აღინიშნება.

„აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000-ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით. დღეს დაფიქსირდა 7000-ზე მეტი შემთხვევა, რაც გარკვეულწილად არის სამშაბათსი ეფექტი შაბათ-კვირის განმავლობაში ნაკლები ტესტირებით გამოწვეული, თუმცა გასული კვირის მანძილზე 5 000–ს აღემატებოდა შემთხვევების რაოდენობა, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია „ომიკრონის“ შტამის ცირკულაციის დაწყებით.

შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, შემთხვევების მატების მიუხედავად არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე, სადაც რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში 281, ხოლო ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1083 პაციენტი. 4000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი და ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღების შესაძლებლობა აქვს. კვირის ბოლომდე მოქმედ 62 ონლაინ კლინიკას კიდევ 40 დაემატება და მოსახლეობისთვის იოლი იქნება ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება“, - განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics