|
2021-12-31 15:09:40, 2148 ნახვა
ეკონომიკა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში „Georgia Global Utilities“ -მა (რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს), სტრატეგიული ინვესტორის მოზიდვის შესახებ განაცხადა. „Georgia Global Utilities“-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია „აქუალია“ (Aqualia) გახდა. აღნიშნული კომპანია ლიდერია ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტში. ამავდროულად აქვალია არის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანია. „აქუალია“ წყალმომარაგების სერვისების მართვით (შეგროვება, გაწმენდა, კანალიზაცია, ჩამდინარე წყლების დამუშავება და ხელახალი გამოყენება), უზრუნველყოფს 1100-ზე მეტ მუნიციპალიტეტს და 30 მილიონზე მეტ მოსახლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კოლუმბიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში. „მოხარული ვარ, განვაცხადო, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის და ინვესტორის შემოსვლის შესახებ. ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოს, „სემეკის“ მაღალი პროფესიონალიზმისა და ევროპული რეგულაციების დანერგვა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასეთი მაღალი რანგის, სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანის მხრივ საქართველოში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ინვესტიციების მოზიდვა და საერთშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული დარგების განვითარებაზე. ვფიქრობთ კომპანია „აქუალიას“ შემოსვლა გააძლიერებს წყალმომარაგების სისტემას როგორც მომხმარებელის ასევე თანამშრომლის, და სხვა დაინტერესებული მხარეების სასარგებლოდ.“ - განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. “კომპანია “აქუალიას” ინტერესი საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების სისტემის მიმართ დიდი ხანია აქვს და დღემდე დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით ამ დარგისა და მისი სისტემის აქტივების განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორობის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა საქართველოში არსებული კარგი საინვესტიციო გარემო და დანერგილი ევროპული სტანდარტების რეგულაციები. “აქუალიას” და საქართველოს კაპიტალის გუნდები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელიც გამოხატავს ორივე მხარის ხედვას და ღირებულებებს. ჩვენი ლოკალური პარტნიორის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ქვეყანაში არსებული გარემოს ზედმიწევნით ცოდნა „აქუალიას“ ტექნოლოგიურ ბაზასა და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, წყალმომარაგების სერვისის მიწოდების უმაღლესი ხარისხის სტანდარტს უზრუნველყოფს, რაც შესაბამისად ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის წარმატების გარანტიაა.” - განაცხადა FCC „აქუალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარამ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)