|
2021-12-30 19:50:24, 2603 ნახვა
სამხედრო
სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელის EU-HYBNET პროექტის წევრი გახდა
სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელის EU-HYBNET პროექტის წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ევროპული ქსელების გაძლიერებას და ამ კუთხით გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელი EU-HYBNET აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, პრაქტიკოსებს, აკადემიებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც ევროკავშირის, ასევე მისი პარტნიორების მასშტაბით. პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას კვლევის, ინოვაციებისა და საკითხის ირგვლივ ცნობიერების პერმანენტული გაზიარების გზით. ჰიბრიდული საფრთხეების კონტექსტში საყურადღებოა კიბერუსაფრთხოების ელემენტის მნიშვნელობა, შესაბამისად პროექტის ოთხი ძირითადი თემატიკიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად წარმოდგენილია კიბერი და მომავლის ტექნოლოგიები. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების გზით ხელს შეუწყობენ კიბერელემენტის სათანადო ინტეგრირებას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)