18:57 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-26 15:48:18, 2484 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 არასრულწლოვანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსისი ახალი “ომიკრონ” შტამის 51 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 5 არასრულწლოვანია.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფიცირებულ არასწრულწლოვნებს შორის ერთი სტაციონარშია მოთავსებული, თუმცა ამის მიზეზი სხვა თანმხლები დაავადებების არსებობაა.

„დღევანდელი დღის ჩათვლით, "ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული,  როგორც სექვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტებით. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა "ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში “ომიკრონის” ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics