|
2021-12-14 13:29:16, 909 ნახვა
რეგიონი
აჭარის სოფლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება
აჭარის სოფლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცეელებს. უწყების ცნობით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, როსტომ ლორთქიფანიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შუახევის განყოფილების ხელმძღვანელთან, ფიქრია ჯუმუშაძესთან ერთად, სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში წაბლანას მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს გაეცნო. "დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ გადავწყვიტე ავცრილიყავი. ინსულტი მაქვს გადატანილი, რის გამოც მეშინოდა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ"- აღნიშნა სოფლის მკვიდრმა შაქრო დავითაძემ. აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 73.5%. სულ ადმინისტრირებულია 269 452 დოზა ვაქცინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)