|
2021-12-05 16:40:02, 942 ნახვა
რეგიონი
სიღნაღში, ფერმერები საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ
კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო. მერაბ ქვარაიამ ყურადღება პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების აუქციონის გზით იჯარით გაცემის პროცედურებზე გაამახვილა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა მესაქონლე ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას. სიღნაღში მესაქონლე ფერმერებთან შეხვედრა „ფერმერ ქალთა ასოციაციისა“ და „ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)