|
2021-12-03 16:49:50, 1254 ნახვა
ეკონომიკა
1-წლიანი სერვისი საჩუქრად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი შეთავაზება
თუ ახალ წელს ახალი ვოლვოთი შეხვდებით, „ვოლვო ქარ საქართველო“ 1-წლიან გეგმიურ სერვისს საჩუქრად გადმოგცემთ. შვედური ბრენდის უახლეს მოდელებზე შეთავაზება 31 დეკემბრამდე მოქმედებს. გეგმიური სერვისის ფარგლებში მომხმარებელი სრულიად უფასოდ შეძლებს ზეთის, ზეთისა და ჰაერის ფილტრების, კონდიციონერისა და საწვავის ფილტრის და აალების სანთლების შეცვლას. „გვინდა ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო სასიამოვნო ახალი წელი ჰქონდეს. ახალი ავტომობილის მფლობელებს უფასო გეგმიური სერვისი შევთავაზეთ. ვიზრუნებთ იმაზეც, რომ შვედური პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებმა სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად შეძლონ.“ გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“-ს დირექტორი. „ვოლვო ქარ საქართველო“-ს სერვისცენტრში შვედური ბრენდის მიერ ავტორიზებული, დატრენინგებული და სერტიფიცირებული ტექნიკოსები ვოლვოს პროგრამით მუშაობენ და მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებენ. „ვოლვო ქარ საქართველოში“ ავტომობილის ყიდვისას მომხმარებლები დამატებით უფასოდ ისარგებლებენ პერსონალური მენეჯერის მომსახურებით, პროგრამული განახლებით, სერვისის შემდეგ ავტომობილის რეცხვით, სერვისის საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლებითა და ევაკუატორით. ამ ეტაპზე „ვოლვო ქარ საქართველოს“ სერვისცენტრში ქროსოვერების XC90 და XC60-ის დამუხტვადი და რბილი ჰიბრიდ ვერსიებია წარმოდგენილი. ავტომობილების 360 გრადუსით დათვალიერება ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. ახალი მოდელების შეკვეთა კი საკუთარი სურვილებისა და კონფიგურაციის მიხედვით ხდება.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)