|
2021-12-01 11:45:25, 1073 ნახვა
რეგიონი
ქალაქ კასპის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ეწყობა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. უწყების ცნობით, ამჯერად, ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების, ხოლო ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხისა და ქავთარაძის ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, კოსტავას ქუჩას კი წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ გააჩნია. პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას, დამატებით მოეწობა საკანალიზაციო ჭები. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება ახლით. სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.“- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)