|
2021-11-30 13:55:56, 722 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - ესტონელ კოლეგებთან განვიხილეთ სტარტაპ-ეკოსისტემების დაახლოებისა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაში მათი ინვესტორების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები
ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და სტარტაპ-ეკოსისისტემის განვითარების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილესთან ერთად ესტონეთში ასევე იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სახელმწიფოს ციფრული ტრანსფორმაციის სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს კერძო სექტორის თანამონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში. „ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ესტონეთის როგორც სამთავრობო, ისე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ ინფორმაცია და ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარეობა, ასევე, ზოგადად, ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება. შევთანხმდით, რომ ამ კუთხით გავაღრმავებთ ურთიერთთანამშრომლობას, რომ მოხდეს ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემების ერთმანეთთან უფრო მეტი დაკავშირება და გაიზარდოს ესტონელი ინვესტორების ჩართულობა ქართული სტარტაპების დაფინანსებაში" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების მოადგილეებთან. ირაკლი ნადარეიშვილი და ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდნენ საინფორმაციო სისტემების სახელმწიფო უწყებისა (RIA) და ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების ასოციაციის (ITL) დირექტორებს, ასევე ,,აწარმოე ესტონეთის" ვაჭრობისა და ინოვაციების ცენტრის, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის, ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) ხელმძღვანელებსა და მსხვილი ესტონური კომპანიების წარმომადგენლებს.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)