|
2021-11-24 13:55:50, 1140 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის სანდასუფთავების თანამშრომლებს იმუნიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა
კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, ბათუმის სანდასუფთავების თანამშრომლებს შეხვდა და ვაქცინების უსაფრთხოებაზე, იმუნიზაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის დასასრულს, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ჩაეტარებინათ იმუნიზაცია მათთვის სასურველი ვაქცინით - ფაიზერით, სინოვაკით ან სინოფარმით. ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ, ორგანიზაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მაღალი ინტერესისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. ცნობისთვის, ამ დროისთვის აჭარაში სულ 232 702 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის: I დოზით მოსახლეობის 35 -ია ვაქცინირებული, ზრდასრული მოსახლეობის 45.9 %. ხოლო II დოზით მოსახლეობის 30.4 % და ზრდასრული მოსახლეობის 39.9 %. აცრილია სამიზნე ჯგუფის 66.5 %.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)