|
2021-11-22 13:52:31, 993 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯები დაახლოებით 375 მილიონი ლარით იზრდება
ფინანსთა მინისტის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით დღეს საქართველოს პარლამენტში გაიგზავნება მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება რომლის ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდას შეეხება, რაც დაახლოებით 375 მილიონ ლარს მოიცავს.. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება და პირიქით, მოლოდინია, რომ რამდენიმე მეათედი პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს. „დღეს გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება. ძირითადი ნაწილი იქნება ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდა დაახლოებით 375 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ და კორონავირუსის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას. რომელიც მიმდინარე წელს იქნება დაფინანსებული. მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისად, ხდება საშემოსავლო ნაწილის ბიუჯეტის ზრდა, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს. ხოლო ის ხარჯები, რომელიც გასაწევი იქნება უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, ეს სრულად იქნება დაფინანსებული“, - აღნიშნავს ხუციშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)