|
2021-11-16 14:09:10, 863 ნახვა
ეკონომიკა
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.3 ათასი ტონით (35%), ხოლო ღირებულება 6.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (5,549 ტონა), გერმანიაში (2,222 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (315 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (170 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). მათივე ინფორმაციით, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სომხეთი (788 ტონა), ჩინეთი (680 ტონა), უკრაინა (256 ტონა), რუსეთი ( 252 ტონა), ალჟირი (193 ტონა), ბელარუსია (164 ტონა), საუდის არაბეთი (158 ტონა), ერაყი (144 ტონა), შვეიცარია (129 ტონა), მექსიკა (120 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22), ყირგიზეთი (22 ტონა) ტუნისი (15 ტონა) იორდანიასა (14 ტონა) და სხვა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)