21:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 13:19:09, 1142 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე - ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია, ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი

დღეს ჩვენს წინაშე ორი  მთავარი გამოწვევაა - კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, პანდემიის გარდა  ინფლაცია და ფასების ზრდა არანაკლებ აწუხებს მოსახლეობას.

„მიმაჩნია რომ ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა  რთულია.  გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეზე, ფასების ზრდის რისკზე მუდმივად ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი სამწუხარო რეალობად ახდა, ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას ასევე ჩვენს ეკონომიკას"-განაცხადა კოვზანაძემ და შესაბამის სტრუქტურებს უფრო მეტი კოორდინაციისკენ  მოუწოდა.

მისი თქმით, მონეტარული ხელისუფლების მხრიდან საჭირო და აუცილებელია უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები- ინფლაცია უნდა დაითრგუნოს, შემცირდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics