|
2021-11-12 11:47:10, 2537 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი "ვალეს" ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის რესპუბლიკების სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა. სწავლებაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ. წვრთნების სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა. სწავლების შემაჯამებელი ღონისძიება სექტორი "ვალეს" ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ემზარ აბრამიშვილმა ჩატარებული წვრთნები შეაფასა და მონაწილეებს წარმატებული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებსა და სწავლების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბერათ აჯარმა. ღონისძიების დასასრულს, წვრთნებში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ერთობლივი წვრთნები თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)