|
2021-10-16 11:56:06, 2065 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ლიცენზირების სისტემები გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ესტონური კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოაწერა. „მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო პარტნიორებს, ესტონურ და ამერიკულ მხარეს „სტარტლინკის'' პროგრამის განხორციელებისა და საქართველოსთვის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. ელექტრონული ლიცენზირების სისტემების პროგრამის ამოქმედების მიზნით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლები ესტონურ კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს რეგულარულად მართავდნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კი, ესტონური მხარე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის სისტემების გატესტვასა და სისტემის მომხმარებლისა და IT პერსონალის ტრენინგს უზრუნველყოფს. ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა ,,სტარტლინკი'' გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას“,- აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)