|
2021-09-02 15:09:05, 2179 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის შეხვდნენ. - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანს ეროვნული გვარდიის უფროსმა უმასპინძლა. „ ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას პრეზენტაციის სახით წარედგინა ინფორმაცია ეროვნული გვარდიის შესახებ. საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის რეზერვის, მობილიზაციისა და რეკრუტირების სისტემის განვითარების საკითხებს, ასევე ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის ბოლოს გენერლებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)