13:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 12:06:25, 1116 ნახვა

რეგიონი
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსები დასრულდა

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) პროგრამის ფარგლებში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ ზაფხულის შუალედურ და საბაზისო კურსებს უმასპინძლა. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები სამთო-ტექნიკურ მომზადებას, სამთო აღჭურვილობის შერჩევისა და მოხმარების წესებს, მთიან რელიეფზე გადაადგილებისას საჭირო უსაფრთხოების წესებს, ასევე სამთო გადაადგილებისას დაშავებულის გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობდნენ.

„სამთო მომზადების დასასრულს კურსების გამოშვების ოფიციალური ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცა. მსმენელებს კურსების სერტიფიკატები, მათ შორის წარმატებულებს კი, სამკერდე ნიშანები და ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

ზაფხულის შუალედური კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ქართველი, უკრაინელი და ჩეხი 17 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ზაფხულის საბაზისო კურსს კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 37 იუნკერი სამი კვირის განმავლობაში გადიოდა“. - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics