|
2021-08-11 11:50:01, 1836 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - პიკს გავდივართ, დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სტატისტიკა მზარდი იქნება
ჩვენ გავდივართ პიკს, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელია, რაც ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერჯერობით იქნება მზარდი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. „დადებითი დღეს არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ შევძლოთ ინფექციის მართვა და არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია ინტენსიური პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)