13:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 17:16:17, 1521 ნახვა

რეგიონი
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალმა ჩაიტარა

აჭარაში covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალმა ჩაიტარა, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ემინე ჯორბენაძე ყველაზე უხუცესი ქალია, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 102 წლის ხანდაზმულმა, "ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეს, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

"ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ", - აღნიშნა ემინე ჯორბენაძემ აცრის მიღების შემდეგ.

უხუცესი ქალბატონი მოუწოდებს ასაკოვნებს არ შეშინდნენ და ჩაიტარონ აცრა, რადგან მისი თქმით გადარჩენის ერთადერთი მთავარი საშუალება ვაქცინაციაა.

ცნობისთვის, აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული 64 მოქალაქე ცხოვრობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics