|
2021-08-05 10:55:38, 1907 ნახვა
სამხედრო
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ახალციხეში მარათონი გაიმართა
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ახალციხეში მარათონი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გარბენი, სიმბოლურად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის სახელობის ხიდთან დასრულდა. „Agile Spirit 2021-ის ორფოლოს მიმართულების ხელმძღვანელობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართველმა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტული აქტივობებიც გამართეს. მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე სამხედროები ერთმანეთს მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევასა და ფეხბურთშიც შეეჯიბრნენ. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დასკვნით ფაზაში მიმდინარეობს. სწავლებებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიალით დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)