13:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 17:07:52, 997 ნახვა

რეგიონი
დღეიდან ბათუმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებით ორი კლინიკა ჩაერთო

დღეიდან ბათუმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებით ორი კლინიკა ჩაერთო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკების ჩამონათვალს - ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა" და "ბაუს" საერთაშორისო ჰოსპიტალი დაემატა.

ორივე დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო.

,აჭარაში გაფართოვდა იმუნიზაციის არეალი და პრაქტიკულად ყველა სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო პროცესში. სამედიცინო დაწესებულებები ,,ბაუ“ და ,,მედინა“ დღეიდან "ფაიზერით“ ახორციელებენ ვაქცინაციას. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, იქ არსებული ამცრელი ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა და სულ 10 ბრიგადა ემსახურება "ფაიზერზე" რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

ჯამში 9 სამედიცინო დაწესებულება და 16 ამცრელი ბრიგადა დაემატა იმუნიზაციის პროცესს. მინდა გითხრათ, რომ მთლიანად ამბულატორიული სექტორი მობილიზებულია ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“ ვაქცინაციაზე, ხოლო რაც შეეხება სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებს, აქ ხორციელდება ,,ფაიზერით ვაქცინაცია“, იგულისხმება ასევე მუნიციპალიტეტების - ხულოს, შუახევისა დაქედის სამედიცინო ცენტრები, სადაც დღეიდან უკვე შესაძლებელია ,,ფაიზერით“ ვაქცინაც“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში იმუნიზაციის არეალი დღითიდღე მზარდია. ამ ეტაპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. უახლოეს დღეებში პროცესს დამატებით ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის შუახევისა და ხულოს ჯამში 8 ამბულატორია შეუერთდება.

მზარდია აცრილთა სტატისტიკაც რეგიონში. ამ ეტაპზე სხვადასხვა ვაქცინით აჭარაში 56 270 მოქალაქეა ვაქცინირებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics