09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-31 11:23:49, 891 ნახვა

სამართალი
მაშველებმა დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფი დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც, ერთ-ერთი ტურისტი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, რის გამოც სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვეს. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი, ხეობიდან ამოიყვანა და საკაცით, დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილის გავლის შემდეგ, საავტომობილო გზამდე ჩაიყვანა, საიდანაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

დაშავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics