|
2021-07-30 12:20:50, 1395 ნახვა
სამხედრო
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებისა და მრავალეროვნული სწავლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, Agile Spirit 2021-ის ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვისა და სკოლის მოსწავლეებისათვის მრავალეროვნული წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერიც იმყოფებოდა. დეტალური ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბოლოს კი, მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოში ერთმანეთის პარალელურად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მასში ნატოსა და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)