|
2021-07-27 11:14:27, 752 ნახვა
სამართალი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ უწყებიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქემ, სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტყეში, უკანონოდ მოიპოვა ნაძვის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული 17 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. მათივე ცნობით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ფაქტზე სამართალწარმოება დაიწყეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)