|
2021-07-26 13:20:37, 1167 ნახვა
სამართალი
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მეექვსე პირს პატიმრობა შეეფარდა
5 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოძალადე გია გიგიაშვილის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა "TV პირველის" ოპერატორს, "სირცხვილიას" ოფისთან, სასტიკად სცემეს. 11 ივლისს ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. შსს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი;
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)