14:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 11:13:21, 1203 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ, შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნო

2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 15 360 000 ლარი შეადგენს.

მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.

სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, შუახევის კულტურის ცენტრის შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია; დაბა შუახევში, 500 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური საფეხბურთო მოედანი მოეწყობა; მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა; აქტიურად მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ანგისა-ახალციხის საავტომობილო გზის 66-ე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები; გრძელდება დაბის კეთილმოწყობითი სამუშაოები; აშენდა პირველი პროფესიული სასწავლებელი;

მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდობისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა; გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა; დაგეგმილია სხეფის სოფლის სახლის მშენებლობა; აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები; მიმდინარე წელს, შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2 550 000-ლარამდე დაიხარჯება.

შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics