|
2021-07-21 18:03:41, 878 ნახვა
სამართალი
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარე კი მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა. შეგახსენებთ, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19 ივლისს დააკავა. სამივე ბრალდებულს საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ორ ეპიზოდად ედავება, ხოლო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)