10:06 - 28 May, 2026
|
2021-07-20 16:19:54, 1036 ნახვა
სამართალი
დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს. კანდიდატურის მოხსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, 2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი - გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი იყო წარდგენილი. 12 ივლისს პარლამენტმა 6 მათგანი უვადოდ დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)