14:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 17:10:17, 671 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძე, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, მორიგი შეხვედრა ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა, სადაც ადგილობრივებს, როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მიმდინარეობს სოფელ ბუთურაულის სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა;

გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა. რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია;

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება 15-მდე ლოკაციაზე;

მიმდინარეობს ჩანჩხალო-ნიგაზეულის სასმელი წყლის ახალი სათავე-ნაგებობისა და ქსელების მოწყობა;

წყლის გამანაწილებელი ავზები მოეწყობა ნიგაზეულში, ფურტიოში, ბუთურაულსა და ნენიაში;

დაგეგმილია სოფლებში სარწყავი არხის მოწყობა;

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები;

მიმდინარე წელს, ზამლეთის თემში ადგილობრივი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 900 000-ლარამდე დაიხარჯება.

შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics