|
2021-07-16 12:17:27, 1249 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრში მესამე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა აიცრა. თერმოსკრინინგისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს ექიმი გაესაუბრა. ვაქცინაციის შემდეგ კი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაყოვნების სივრცეში გადაადგილდნენ, სადაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ვაქცინირებულ სამხედრო მოსამსახურეებს აცრის დამადასტურებელი კოვიდ ბარათი გადაეცათ. საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები იქმნება. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას შესაბამის ლოკაციებზე უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის წესების შესაბამისად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)