|
2021-07-16 12:15:05, 587 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი" და ,,ქუთაისის აეროპორტი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების, ა.ა.-სა და მ.მ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, არადეკლარირებული 560,53 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. რუსეთის მოქალაქის არადეკლარირებულმა საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13 814 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით ფულადი ჯარიმა - 13814 ლარი შეეფარდა, ხოლო ვინაიდან, საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 15 000 ლარზე მეტი შეადგინა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)