|
2021-07-11 22:22:07, 1288 ნახვა
სამართალი
შსს-ში აცხადებენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გუშინდელი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეოს ასაჯაროვებს. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ვიდეოში ლაშქარავა სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული. გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემისდათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 საათზე მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 საათზე მეგობართან ერთად შდის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში, აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 საათზე. აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით, 19:41 საათზე ბრუნდება კვლავ ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება დედაენის ბაღის მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 საათზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)