|
2021-07-07 13:55:02, 1457 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში Sea Breeze 2021-ის ფარგლებში მონაწილეობენ
უკრაინაში მიმდინარე მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა ჯგუფი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში უკრაინელ, ამერიკელ, პოლონელ, ლატვიელ და კანადელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს. წვრთნების ფარგლებში მყვინთავები სხვადასხვა ჯგუფად არიან გაყოფილი და შავ ზღვაში ისეთი ამოცანების შესრულება უწევთ, როგორიცაა დანაღმვა, განაღმვა, ფსკერის დაზვერვა, მიზნის აღმოჩენა წყალქვეშა სონარის გამოყენებით, ნავსაყუდელის შემოწმება და წყალქვეშ ძებნითი მეთოდები. საქართველოს თავდაცვის ძალები საერთაშორისო წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)