|
2021-07-04 15:02:45, 1259 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის გამართული სპორტული ტურნირი დასრულდა. ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ძალოსნობაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს თასები და მედლები თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა შალვა მთვარელიშვილმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა კახაბერ ლაბაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა დავით ბარბაქაძემ გადასცეს. ტურნირი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სპორტული შეჯიბრი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომავალშიც გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)