|
2021-06-23 14:25:14, 1204 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე მაწყვალთის მთაში იმყოფებოდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე მაწყვალთის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღზე მაწყვალთის, კარაპეტის, ოლადაურისა და გუნდაურის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები, სიახლეები გააცნო და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ხელმძღვანელმა პირმა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მთაში მიმდინარე ელექტროფიკაციის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ითვალისწინებს ახალი მაგისტრალის მშენებლობასა და შიდა ქსელის მოწყობას. მიმდინარე წელს დაიწყება ასევე, ღომას მთის შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები. ომარ ტაკიძესთან ერთად, მაწყვალთის მთაში მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)