|
2021-06-20 14:31:50, 937 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი 20 ივნისზე - პასუხი არ მაქვს, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები
„პასუხი დღემდე არ მაქვს, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წერვმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. „ეს იყო შტურმი, ორი აზრი არ არსებობს, რაც შეეხება იყო თუ არა სწორად დაგეგმილი ოპერაცია, მე დღემდე პასუხი არ მაქვს და არც საზოგადოებას, მაგალითად, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ. მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები რომ ყოფილიყო გამოყენებული, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, არანაირად არ ამართლებს შტურმის განზრახვას და პოლიციელებზე თავდასხმებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)