|
2021-06-19 11:32:37, 921 ნახვა
რეგიონი
სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი ოპერაციის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც მიყენებული ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები. ერთი მათგანი შედარებით მსუბუქი დაზიანებით იმყოფებოდა, მას მხოლოდ ქვედა კიდურის ტრავმული დაზიანება ჰქონდა და ქუთაისში იქნა გადაყვანილი. მეორე პაციენტი იყო 32 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ის იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. მას აღენიშნებოდა ტრავმები სახეში - კერძოდ, ზედა და ქვედა ყბის, გულმკერდის, მუცლის, წელის და ორივე, ზედა და ქვედა კიდურის არეში. პაციენტი მაშინვე აყვანილი იქნა საოპერაციოში, ჩაუტარდა ოპერაცია და მისი დასრულებიდან დაახლოებით საათნახევარში გარდაიცვალა“, - განაცხადა ექიმმა ლია ბიბილეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)