17:09 - 24 May, 2026
|
2021-06-18 12:16:47, 808 ნახვა
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტ სოფელ ხორხელში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფელ ხორხელში გამავალი სისტემა, სადაც ამ დროისთვის 630 მმ-იანი ქსელი იცვლება, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემიდან იკვებება. წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად 130 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)