|
2021-06-17 15:47:25, 1196 ნახვა
სამხედრო
ქართულმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ მარათონში მონაწილეობა მიიღო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელი მისიის EUTM RCA მეთაურის ორგანიზებით დედაქალ ბანგიში მარათონი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული მისიაში მონაწილე 13 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა. მშვიდობისმყოფელებმა მარათონში 12-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მათ სტარტი ბანგიში მდებარე საფრანგეთის საელჩოდან აიღეს და ფინიშიც ხაზიც აქ გადაკვეთეს. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე ასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილებაა. საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 2014 წლის ივნისიდანაა ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)