|
2021-06-17 14:24:28, 1752 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
სოფელ იგოეთის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები რომელიც დასრულების პროცესშია, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა, სოფელ იგოეთის და მრგვალი ჭალის ბავშვები მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დადიან. ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ორ ჯგუფზეა გათვალისწინებული, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემით. შენობაში იფუნქციონირებს ლიფტი. საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება 696 326 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ჩვენი პატარები საუკეთესო პირობებში უნდა იზრდებოდნენ. ჩვენ ვზრუნავთ მათი კომფორტული გარემოს შესაქმნელად - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ. #სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა2021
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)