|
2021-06-17 12:17:33, 1175 ნახვა
რეგიონი
კახეთში, წითელი ნუსხით დაცული ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ჭალის მუხის სახეობის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჩადუნიანის მიმდებარედ, მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 8 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 16 ერთეული მორი გამოვლინდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სოფელ ჰერეთისკარშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში. საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, ჯამში, 10 000 ლარს გადააჭარბა. ზემოაღნიშნული სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)