|
2021-06-17 10:58:46, 737 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
შუახევში, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აქტიურ ფაზაშია ხიჭაურისა და ჭვანის სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს გარე განათების, ხელოვნური საფარის, საყრდენი კედლების, ფეხბურთის კარებისა და კალათბურთის ფარების მოწყობას, ლითონის კონსტრუქციების დამუშავება - შეღებვით სამუშაოებს. მიმდინარე წელს, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციაზე 125 000 ლარამდე დაიხარჯება. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებაა დაგეგმილი 9 აპრილის ხეივანში. კეთილმოეწყობა ასევე ტაკიძეების სპორტული დარბაზი. ეტაპობრივად მოწესრიგდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სპორტული კომპლექსი. მალე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა დაბის ცენტრალური სტადიონი. განახლებული ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ფიზიკურ აქტივობებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)