|
2021-06-16 18:57:12, 958 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა შიდა ქართლის რეგიონის სურსათის უვნებლობის, სატყეო, შპს „საქართველოს მელიორაციის და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებმა. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემების გამართულ მუშაობასა და პრობლემებზე. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების პერიოდულობაზე, არსებულ ხარვეზებსა და მის გამოსწორებაზე ასევე კანონმდებლობის ფარგლებში წყლის რესურსების მობილიზებაზე. მოისმინეს წარმომადგენლების ინფორმაციები სამელიორაციო სისტემის, გარემოს დაცვის, ფართობების მოხვნის, მოსავლის თესვის და აღების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების და სხვა საკითხების შესახებ. ფერმერებისა და მოქალაქეებისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პროექტებსა და პროგრამების მნიშვნელობაზე, სიახლეებზე, ინფორმაციის დროულად მიწოდებაზე და მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დახმარებაზე. შეხვედრაზე დასმულ ყველა კითხვებზე გაიმართა მსჯელობა. შიდა ქართლის რეგიონის სურსათის უვნებლობის, სატყეო, შპს „სქართველოს მელიორაციის და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის მერმა ავახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა საქმიანი შეხვედრისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)