|
2021-06-16 16:06:46, 934 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ბათუმში „სანსეტ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გამართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში ,,სანსეტ ბათუმში’’ დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმზე აჭარის რეგიონში მოქმედი 40-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ვაკანსიები წარმოადგინეს. სამუშაო ადგილები სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, კრუინგული, საბანკო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დასაქმების ფორუმის მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. სამუშაოს მაძიებელს, დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებელს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება. დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მზარდაჭერილი პროექტის, ,,სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის)’’ ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)