|
2021-06-14 20:52:11, 776 ნახვა
კომენტარი
ნატო - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა“, - ამის შესახებ ნატო-ს სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული. ნატო-ს სამიტის კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით. შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)