18:55 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 19:14:47, 1180 ნახვა

კომენტარი
ლიეტუვას პრეზიდენტი - თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია

„თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება.

„თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება.

მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენ ჯერ კიდევ გსურთ და ეძებთ გზებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ლიეტუვა, ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელმაც დიდი ალბათობით, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამასთანავე გადადგა ძალიან კარგი და ამბიციური ნაბიჯები წინ, ევროკავშირის წევრი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 14 წელში გახდა.

ჩვენ დაგვჭირდა 14 წელი, რომ ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით და ჩვენი გამოცდილება შესაძლოა იყოს ძალიან სასარგებლო თქვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი როგორც ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამოცანა არის, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ, რათა განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი. მაგალითად, ჩვენ აქ, ხურვალეთში, განვახორციელეთ პროექტი, რომლის შედეგადაც მოეწყო მზის ელექტროსადგური, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია ჰქონდეს ცხელი წყალი და განავითარონ მცირე ბიზნესი.

მისწრაფებების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული პროექტები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics