17:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 19:14:31, 1297 ნახვა

რეგიონი
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დღეს ქალაქ ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა 50-მა კომპანიამ 300-მდე ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმში ჩაერთო 250-მდე სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

ახალციხის დასაქმების ფორუმის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო კვლავაც აგრძელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ფორუმებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics