|
2021-06-10 10:34:47, 1271 ნახვა
რეგიონი
შეთანხმება შედგა - შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა
„ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. „კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან მათივე მოთხოვნის მიხედვით ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ შუქრუთის მოსახლეობა 100 დღეზე მეტია კომპენსაციას ითხოვდა, რის გამოც მათმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)